Wednesday, December 18, 2013

გაკვეთილის გეგმა



1. გაკვეთილის თემა
Birds of the oceans and lake
2. სწავლების საფეხური და კლასი
VI  კლასი
3. ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლების სახელი, გვარი
ინგლისური – მაია ხებრელაშვილი
4. მოსწავლეთა რაოდენობა
24 მოსწავლე
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
განსაკუთრებული მიდგომების მქონე მოსწავლე არ ფიქსირდება
 6. გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები ეცნობიან ფართო თვალსაწიერით ოკეანის და ტბის ფრინველებს;შესაძლებლობა ეძლევათ და არ იზღუდებიან მასალის არჩევასა და ძიებაში.ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს, იხვეწება მათო ზოგადი უნარ–ჩვევები.
7. გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)
მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირი და წერითი კომუნიკაცია ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაში, ცოდნის დონის დამოუკიდებლად ამაღლება ენობრივი და კულტურული თვალსაზრისით. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები გაეცნობიან ასახული თემის შინაარსს დეტალურად, აღწერენ, შეადარებენ ერთმანეთს, გააკეთებენ პრეზენტაციას ტექნიკის გამოყენებით, იმსჯელებენ და გაანალიზებენ.
8. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ესგ მიხედვით მოსწავლე შეიმეცნებს ენის სტრუქტურას,კონცენტრირების უნარს.
შეძლოს ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაში გამოიყენოს კომუნიკაციური ასპექტები,ჩამოაყალიბოს მიზეზ–შედეგობრივი კავშირები და შეეძლის მისი დასაბუთება.
9. წინასწარი ცოდნა

მიზანშეწონილია, რომ მოსწავლეებმა ამოიცნონ თავის დასაწყისში მოცემული სურათების მიხედვით ფრინველები, დაახასიეთონ და ჰქონდეთ ზოგადი წარმოდგენა.
10. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
1.თავდაპირველად მოსწავლეებს მივცემთ პოსტერის და სათაურის  შეხედვის შესაძლებლობას.(1 წუთი)
2.შემდეგ მასწავლებელი სვავს  კითხვას თუ რომელ ფრინველებს ხედავენ ისინი პოსტერზე და რა იციან მათ შესახებ.(3 წუთი)
3.მოსწავლეები ისმენენ ტექსტს კომპიუტერის საშუალებით(track27) და თვალს ადევნებენ.(5 წუთი)
4.მასწავლებელი ტექსტის მიხედვით სვავს კითხვას თუ რომელი ფრინველი სად ბინადრობს და ასე იღებს ამომწურავ პასუხებს.(3 წუთი)
5.მასწავლებელი ითხოვს ტექსტის წაკითხვას  მოსწავლეთა სურვილით პარაგრაფების მიხედვით.(5 წუთი)
6.შემდეგ მოსწავლეები იყოფიან მცირე  ჯგუფებად, პრეზენტაციას წარმოადგენენ თემის შესაბამისად; ევალებათ დაასახელონ თუ რომელ ფრინველს ანიჭებენ უპირატესობას და დაასაბუთონ რატომ.(15 წუთი)
7.პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები კიდევ ერთხელ გადაავლებენ თვალს ტექსტს, სადაც გაამახვილებენ ყურადღებას უკვე ახალ სიტყვებსა და გამოთქმებზე.(7  წუთი)
8.გამოთქმის, ინტონაციის და ყურადღების კონცენტრაციის მიზნით კიდევ ერთხელ ისმენენ მოსწავლეები დისკს საკუთარი ენობრივი კომპეტენციის თვალსაზრისით.(4 წუთი)
9.საშინაო დავალებად მოსწავლეებს ეძლევად საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აირჩიონ ერთ–ერთი რომელიმე ფრინველი, მასზე მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია და წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.(2 წუთი)
11. შეფასება
განმავითარებელი, ზეპირი და წერითი დავალების მიხედვით(პრეზენტაციით) ხდება მოსწავლეთა შეფასება.
12. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები

მოსწავლის წიგნი,თვალსაჩინოება(პოსტერები),ელექტრონული(კომპიუტერული)პროგრამები.


                                     პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა






კრიტერიუმი
1–3
4–5
6–7
8–10
თანამშრომლობა
არ იგრძნობოდა ერთმანეთთან თანამშრომლობა
უმნიშვნელოდ შეიმჩნეოდა თანამშრომლობა
მეტ–ნაკლებად შეიმჩნეოდა თანამშრომლობა
თანამშრომლობდნენ
ერთმანეთის აზრის პატივისცემა
არ ითვალისწინებდნენ ერთმანეთის აზრს
ნაკლები ყურადღებით ხდებოდა აზრთა გათვალისწინება
ზოგადად იყო გათვალისწინებული ერთმანეთის აზრი
სრულიად ითვალისწინებდნენ ერთურთის აზრებს
დავალებასთან შესაბამისობა
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას
მიჰყვება ინსტრუქციათაგან მხოლოდ ზოგიერთს
მიჰყვება ინსტრუქციებს, თუმცა ზოგჯერ ზედაპირულად.
დავალება სრულყოფილად არის შესრულებული
კრეატიულობა
არ გამოირჩევა შემოქმედებითობით
ნაწილობრივ აისახება შემოქმედებითობა
ზოგადად გამოირჩეოდა კრეატიულობით
გამოირჩევა კრეატიულობით,ორიგინალობით და საკმაოდ დამაჯერებლად
პრეზენტაციის ორგანიზებულობა
იყო ქაოსურად ორგანიზებული
ნაკლები ორგანიზებულობით გამოირჩეოდა
ზოგადად შეიმჩნეოდა ორგანიზებულობა
სრულყოფილად და დამაჯერებლად იყო ნაჩვენები პრეზენტაცია
დროის ლიმიტი
ვერ ჩაეტივნენ დროში
ვერ მოხდა დროის ზუსტი გადანაწილება
საერთო ჯამში დრო იყო საკმარისი
დრო ზუსტად იქნა განაწილებული